საინვესტიციო კომპანია "ტექსი" 2002 წელს დაფუძნდა და 2006 წლამდე ჩართული იყო "თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენის მშენებლობაში, რომლის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
2005 წლიდან "ტექსი" უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს, რომლის ძირითადი მიმართულებაა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, სტრუქტურირება და რეალიზაცია.
უძრავი ქონების ბაზარი ზოგადად ხასიათდება დაბალი ლიკვიდურობით და არაერთგვაროვნებით. ჩვენი ექსპერტიზა ეხმარება პარტნიორებს დააბანდონ ინვესტიციები ბაზარზე არსებულ ლიკვიდურ და მაღალ უკუგებიან უძრავი ქონების საინვესტიციო აქტივებში.
საინვესტიციო კომპანია "ტექსი" აქტიურად აკვირდება უძრავი ქონების ბაზრის დინამიკას და განვითარების ტენდენციებს, რათა გამოავლინოს საუკეთესო სამიზნე ინვესტიციები.
ჩვენი ექსპერტიზა მოიცავს შემდეგ ფუნქციურ მიმართულებებს:
- შესაფერისობის კვლევა
- ტექნიკური, იურიდიული და ფინანსური ანალიზი
- პროექტირება და დაგეგმარება
- კაპიტალის მოზიდვა და ფინანსირება
- მართვა და განვითარება